საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, დუდუ დადიანის მემორიალისა და სუპერთასის გამარჯვებული ,,დინამო’’ მეოთხე ლეგიონერის, ცენტრალური თავდამსხმელის დეიონ ბერნარდის (01.09.93, 205სმ) დამატებას აპირებს, რომელიც გუნდში გასინჯვაზე იმყოფება.
ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,დინამოს’’ პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მონაწილე თითოეულ გუნდს ოთხ ლეიონერზე მეტის აყვანის უფლება არ აქვს. ,,დინამოში’’ სამი ლეგიონერი უკვე თამაშობს. ესენი არიან: გამთამაშებელი დეონტა ვონი, ცენტრალური თავდამსხმელი ნიკოლა მარავიჩი და მძიმე ფორვარდი კრისტოფერ ოლივიე.