საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელს ნიკა ქუთათელაძეს უხმეს. ამის შესახებ პსჟ-ს ვებგვერდი იუწყება. ქუთათელაძე თავდაპირველ სიაში არ იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდგომ მას ფედერაციიდან მიწვევა მიუვიდა.
ერთი პრობლემაც არსებობდა - საქართველოს 16-წლამდე ნაკრები შეკრებას 9 დეკემბერს იწყებს, ხოლო 11-ში პსჟ-ს ჩემპიონატის მატჩი აქვს და კლუბი ამის გამო ვერ ათავისუფლებდა.
საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა: ნიკა პსჟ-ს დაეხმარება და მატჩის მერე თბილისში გამოემართება. შესაბამისად, 16-წლამდე ნაკრებში თამაშს მოახერხებს. საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 16 და 19 დეკემბერს, თბილისში აზერბაიჯანელ თანატოლებს გაეჯიბრება.
ქუთათელაძეს მიმდინარე სეზონში პარიზის რეგიონის 16-წლამდე ჩემპიონატში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.