ფეხბურთი

17:12 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე - უკრაინული ტურის სიმბოლურში

პოლტავის "ვორსკლას" შემტევი სანდრო კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს Ua-football.com და ასევე, Football.ua- ს ვერსიებით.

29 წლის ქართველი ფეხბურთელი ყველაზე აქტიური იყო "ვორსკლასა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირებაში, რომელიც 2:2 დასრულდა.

სანდრომ ორივე გოლში დაიდო წვლილი, გარდა ამისა, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარის გამო გაუქმდა. ქართველმა მეორე ტაიმში პირისპირ გასვლისას ვერ შეაგდო, ოდნავ ააცილა კარს.

0.119527