ფეხბურთი

15:53 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გუდიონსენმა “შაპეკოენსეში” თამაშის სურვილი გამოთქვა

მას შემდეგ, რაც ბრაზილიური გუნდი “შაპეკოენსე” ავიაკატასტროფაში მოჰყვა, მის გვერდით მთელი მსოფლიო გაერთიანდა. სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი ლეგენდარული მოთამაშე ეიდურ გუდიონსენი გამოეხმაურა.

38 წლის ფეხბურთელს სურვილი აქვს, რომ ისიც შეუერთდეს და დაეხმაროს გუნდს. ისლანდიელმა თავდამსხმელმა თავისი კანდიდატურა “შაპეკონსეს” თავისი ტვიტერის გვერდიდან შესთავაზა. გუდიონსემა ასევე მის ყოფილ თანაგუნდელზე, რონალდინიოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

“ჩემი მიზანია დახმარების ხელი გავუწოდო, კლუბს, რომელმაც საშინელი ტრაგედია განიცადა. ასევე არ დავმალავ და ვიტყვი იმასაც, რომ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რონალდინიოსთან ერთად” – დაწერა გუდიონსენმა.

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელზე, რონალდინიოზე ბევრი დაიწერა, რომ ის უსასყიდლოდ აპირებს “შაპეკოენსეში” თამაშს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117386