ფეხბურთი

12:55 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: “ფრე სამართლიანი შედეგი იყო”

პრემიერლიგის მე-14 ტურში “ევერტონი” – “მანჩესტერის” მატჩის (1:1) დასრულების შემდეგ ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“ფრე სამართლიანი შედეგი იყო. ვაგებდით, მაგრამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და ერთი ქულა მოვიპოვეთ. უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე წინა კვირას, გუნდმა აჩვენა, რომ ბოლო წამებამდე შეგვიძლია ვიბრძოლოთ”- განაცხადა კუმანმა.

42-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერელები დააწინაურა, ხოლო “ევერტონმა” ანგარიშის გათანაბრება 89-ე წუთზე მოახერხა.

0.121809