ფეხბურთი

18:47 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კრასნოდარის” თვის საუკეთესო ფეხბურთელი – თორნიკე ოქრიაშვილი

თორნიკე ოქრიაშვილი “კრასნოდარის” ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია. ამის შესახებ რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. თორნიკემ ხმათა 20.7% მიიღო და გამოკითხვა დამაჯერებლად მოიგო.

მეორე ადგილზე გავიდა შვედი მცველი ანდრეას გრანკვისტი (16.2%), ხოლო მესამეზე – მარატ იზმაილოვი (15.3%). ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 2500 ადამიანზე მეტმა მიიღო.

ოქრიაშვილმა ნოემბერში ყურადღება სანქტ-პეტერბურგის კარში გატანილი გოლით მიიპყრო, რითაც თავის გუნდს ძლიერ მეტოქესთან ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოაპოვებინა.

0.123189