კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "რეალთან" ფრედ (1:1) დასრულებულ ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი მეტოქეზე უფრო კარგად ასპარეზობდა და გამარჯვებას ვიმსახურებდითო.
"ფაქტია პროგრესი გვჭირდება, დაცვაშიც, თავდასხმაშიც, რადგან ამბიციურები ვართ. თუმცა "რეალთან" მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით. სამი ქულა თითქმის მოპოვებული გვქონდა და საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ." - განაცხადა ენრიკემ.