ფეხბურთი

13:15 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა მოურინიოს რეკორდი გაიმეორა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჟოზე მოურინიოს სტუმრად წაუგებელი მატჩების რეკორდი გაიმეორე. როგორც Goal-ი იუწყება, ფრანგი სპეციალისტის გუნდმა სტუმრად 17 მატჩი არ წააგო. ლა ლიგის მე-14 ტურში "ბლანკოსმა" გასვლაზე "ბარსელონასთან" ფრე 1:1 ითამაშა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ "რეალს" 34 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან "ბლაუგრანას" 6 ქულით უსწრებს. მესამე პოზიციაზე "სევილია" 27 ქულითაა.

0.130929