კალათბურთი

10:40 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 7 ქულა და გამარჯვება “ფინიქსთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ფინიქს სანსი” 138:109 გაანადგურა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 14 წუთი დაჰყო, ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ზაზამ 5-დან სამი ორქულიანი და 3-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო. ქართველი ცენტრის პარკეტზე ყოფნის დროს “გოლდენმა” მეტოქეზე 17 ქულით მეტი ჩააგდო, ამ მაჩვენებლით ზაზა გუდში დურანტის და ტომპსონის შემდეგ მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “მეომრებმა” მეტოქე ოთხივე პერიოდში დაჯაბნეს. “გოლდენ სტეიტში” 31 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, ხოლო “ფინიქსში” 27 ქულით ერიკ ბლედსოუ.

“გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და სამი მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას “ოქროს შტატელები” შინ “ინდიანას” წინააღმდეგ 6 დეკემბერს გამართავენ, აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.

0.114944