9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად სარეკორდოდ მეექვსედ დაასახელა. იამაიკელმა რიოში გამართულ ოლიმპიადაზე სამი მედალი 100, 200 და 4X100 მეტრ დისტანციებზე მოიგო. აქამდე უსეინი საუკეთესო 2008, 2009, 2011, 2012 და 2013 წლებში გახდა. ბოლტი კარიერას შემდეგ წელს, ლონდონში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამთავრებს.
ეთიოპიელი ალმაზ აიანა, რომელმაც რიოში 10 000 მეტრ დისტანციაზე რეკორდი 14 წამით გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა, წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა. აფრიკელმა 23 წლიანი რეკორდი დაამხო და ზემოთნახსენები დისტანცია 29 წუთში და 17.45 წამში დაფარა. 25 წლის ქალბატონმა 5 000 მეტრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
22 წლის კანადელი ანდრე დე გრასი, რომელმაც რიოში 200 მეტრზე ვერცხლის მედალი, ხოლო 100 მეტრზე ბრინჯაო მოიპოვა, ამომავალ ვარსსკვლავად დაასახელეს. ქალბატონებში კი აღნიშნული ტიტული რიოს ჰეპტატლონის გამარჯვებულ ნაფისატუ ტიამს ხვდა წილად.