2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონისათვის ,,ა’’ ლიგის მონაწილე გუნდი ,,ვინგსი’’ საკალათბურთო გუნდმა იბსუ-მ ჩაანაცვლა, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტს ეკუთვნის. ამის შესახებ worldsport. ge-ს იბსუ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა დავით რიბაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების სეზონში, ,,ვინგსმა’’ ,,ა’’ ლიგის ექვს გუნდს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა და აღნიშნულ ლიგაში დარჩენის მიზნით საკვალიფიკაციო ეტაპზე ახლა მის ნაცვლად იბსუ ,,ტიტებსა’’ და ,,დელტას შორის ხელმოცარულს შეხვდება.