ცსკა-ს სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიცი ევროლიგაში ჩაგდებული ქულების რაოდენობით მეოთხე ადგილზე გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ბამბერგთან” მოგებულ შეხვედრაში (90:88) მილოშმა მეტოქეს 31 ქულა ჩაუგდო და ევროლიგაში სულ 2527 ქულა დაუგროვდა, რითაც იაკა ლაკოვიჩს (2524 ქულა) გადაასწრო და ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ევროლიგის საუკეთესო მექულეთა სამეული ასე გამოიყურება:
ხუან კარლოს ნავარო - 3922 ქულა
ვასილის საპანულისი – 3123
მარკს ბრაუნი – 2739