ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” შინ “ჰიუსტონთან” 127:132 დამარცხდა. ზაზამ მესამე პერიოდში ჯეიმს ჰარდენთან სათამაშო ეპიზოდში “ბაბუაწვერას” იდაყვი მიარტყა და კალათბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (VIDEO). ქართველმა კალათბურთელმა სულ 8 წუთი ითამაშა, ამ დროში გუნდს 2 ქულა, სამი მოხსნა და ერთი პასი შესძინა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ძირითადი დრო 113:113 დასრულდა. მატჩის პირველმა ოვერტაიმმაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული (110:110), მეორე ოვერტაიმში კი ტეხასელები უკეთესად თამაშობდნენ, მათ შორის ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა, 13 პასი და 15 მოხსნა. “გოლდენ სტეიტში” 39 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი იყო.
“გოლდენ სტეიტი” 16 მოგებით და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” “ფინიქსს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 4 დეკემბერს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.