ფეხბურთი

0:43 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კასორლა 3 თვე ვერ ითამაშებს

ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი სანტი კასორლა მომავალ კვირაში შვედეთში გაემგზავრება, სადაც მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ქირურგიული ჩარევის გამო მოედანზე 3 თვე ვერ გავა.

კასორლა "არსენალში" 2012 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში სანტიმ 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.119532