“რომას” ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ სალაჰი დიდი ალბათობით, კვირას გასამართ რომაულ დერბის გამოტოვებს – იუწყება პორტალი Football Italia.
ნახსენები წყაროს ცნობით, ეგვიპტელმა ვინგერმა გუშინდელ ვარჯიშზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და როგორც მთელი რიგი ცნობილი გამოცემები წერენ (Sky Sport, Mediaset, Tuttomercatoweb), ამის გამო დიდი ალბათობით თამაშს ვერ შეძლებს.
სალაჰმა მიმდინარე სეზონში “რომას” მაისური 14-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ “ლაციოს” და “რომას” გასამართი ჯახი კვირას საქართველოს დროით 18 საათზე გაიმართება.