“ბილბაოს” სათადარიგო მეკარე იაგო ერერინი “ლეგანესში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია კასტილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
28 წლის კიპერი “ლეგანესში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. ერერინს “ბილბაოს” რიგებში ევროპა ლიგაზე უწევდა თამაში და 5 ჩატარებულ მატჩში 10 გოლი გაუშვა.
ცნობისთვის, ლა ლიგის გასულ ტურში “ლეგანესის” ძირითადმა მეკარემ იონ ანდერ სერანტესმა მძიმე ტრავმა მიიღო და ახალი კიპერის დამატება ამითაა გამოწვეული.