“ოკლაჰომამ” შინ “ვაშინგტონი” 126:115 დაამარცხა. ოკლაჰომელთა ლიდერმა რასელ უესტბრუკმა გუნდს 35 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა შესძინა. რასელმა კარიერაში 46-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და ამ მაჩვენებით ლებრონ ჯეიმს გადაასწრო, რომელსაც 45 სამმაგი დუბლი აქვს გაკეთებული.
ნბა-ს ისტორიაში სამმაგი დუბლის შემსრულებელთატოპ 10
- ოსკარ რობერტსონი – 181 სამმაგი დუბლი
- მეჯიქ ჯონსონი – 138
- ჯეისონ კიდი – 107
- უილტ ჩემბერლენი – 78
- ლარი ბერდი – 59
- რასელ უესტბრუკი – 46
- ლებრონ ჯეიმსი – 45
- ფეტ ლევერი – 43
- ბობ ქასი – 33
- ჯონ ჰავლიჩეკი– 31