“შაპეკოენსეს” ლეეგნდარულმა მეკარემ, ნივალდომ კარიერა დაასრულა. 42 წლის ბრაზილიელი ერთ-ერთია იშვითთაგანია, ვინც საკუთარ გუნდს კოლუმბიაში არ გაჰყოლია და შესაბამისად, ცოცხალი გადარჩა.
ვეტერანი მეკარის განცხადებით, ამიერიდან ფეხბურთის თამაშს აღარ აპირებს:
“ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულებულია”, - თქვა ნივალდომ, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა.
42 წლის ფეხბურთელი, “შაპეკოენსეს” მეორე მეკარედ მიიჩნეოდა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა განაცხადში არ შეიყვანა და მისდა ბედადსამშობლოში დატოვა... ნივალდოს “შაპეს” ღირსება 299 მატჩში დაუცავს.