ფეხბურთი

16:03 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა ოპერაცია გაიკეთა და ფეხბურთს აპრილამდე დაემშვიდობა

მადრიდის “რეალის” უელსელ ფეხბურთელ გარეტ ბეილს მარჯვენა ტერფზე ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა. “ასის” ინფორმაციით, ბეილს თამაში 4 თვის განმავლობაში არ შეეძლება – მინიმუმ აპრილამდე.

“სამეფო კლუბის” მე-11 ნომერმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაში, პროტუგალიურ “სპორტინგთან” მატჩში მიიღო. თავიდან ივარაუდებოდა, რომ ბეილს 2-3 თვის გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ დაზიანება უფრო სერიოზული გამოდგა.

გარეტ ბეილმა ამ სეზონში სულ 14 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

0.114271