ფეხბურთი

12:40 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს ბოთლის სროლა 16 ათასი გირვანქა დაუჯდა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ვესტ ჰემის” კვირას გამართული შეხვედრისას (1:1) მომხდარი ინციდენტი განიხილა და მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელს ჯოზე მოურინიოს განაჩენი გამოუტანა - ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 16 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმა.

პორტუგალიელის დასჯის მიზეზი, მსაჯის გადაწყვეტილების უხეში ფორმით გაპროტესტება გახდა, ჟოზემ ბოთლი მოისროლა, რის გამოც არბიტრისგან წითელი ბარათი მიიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ მოურინიომ ოთხშაბათს, იმავე “ვესტ ჰემთან” ინგლისის ლიგის თასზე მოგებული თამაში (4:1) გამოტოვა, კუთვნილ ადგილს 4 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-14 ტურში დაუბრუნდება და მანჩესტერელებს “ევერტონთან” შეხვედრაში გაუძღვება.

მიმდინარე სეზონში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას “განსაკუთრებულის” წინააღმდეგ ზომების მიღება მეორედ მოუწია - პირველ შემთხვევაში ჟოზე ორი მატჩით იყო დისკვალიფიცირებული.

0.131327