წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე 15-წლამდელთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ამ ასაკობრივში 2001 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში. სფფ-ის აკადემიამ ქუთაისის “ტორპედოს” 3:1 სძლია, ხოლო თბილისის “დინამომ” 3:0 აჯობა ქობულეთის “შუქურას”.სფფ-ის ამ ასაკის გუნდს გიორგი ხიზანიშვილი წვრთნის, ხოლო დინამოელებს - ვლადიმერ გოჩაშვილი.
15-წლამდელთა ლიგის ფინალი4 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 13 საათზე დაიწყება:“დინამო” - სფფ აკადემია.
ასევე 4 დეკემბერს, 15 საათზე,“მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე 17-წლამდელთა ლიგის ფინალში ერთმანეთს თბილისის “საბურთალო” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან. საბურთალოელებს სულიკო დავითაშვილი წვრთნის, ხოლო “ლოკოს” - ვლადიმერ ვაშაძე. შეგახსენებთ, ამ ასაკობრივში 1999 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში.
17-წლამდელების ნახევრაფინალურ მატჩებზე უკვე ვწერდით. “ლოკომოტივმა” 2:0 მოუგო ფოთის “კოლხეთს”, “საბურთალომ” კი 3:1 დაამარცხა თბილისის “დინამო”.
რაც შეეხება 19-წლამდელთა ლიგას, 5 დეკემბერს ნახევარფინალურ მატჩებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 14 საათზე “ზუგდიდი” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება, 18 საათზე კი ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” შეხვდებიან.