ფეხბურთი

23:28 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სახოს 6 კვირა გაუცდება

“ვესტ ჰემის” თავდამსხმელი დიაფრა სახო, თამაშს 6 კვირის განმალობაში ვერ შეძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ჩაქუჩების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

26 წლის ფორვარდმა გასულ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედს” მე-2 წუთზე გაუტანა, ხოლო 66-ე წუთზე ბარძაყის დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. როგორც გაირკვა, ტრავმა სერიოზულია და სენეგალელი ფეხბურთელი თავის გუნდს თვენახევრით დააკლდება.

დიაფრა სეზონის სტარტზეც დაშავებული იყო და მხოლოდ ორი ტურის წინ გამოჩნდა მინდორზე, თუმცა კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა.

0.112154