ფეხბურთი

20:33 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

U21: ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატების ფინალური ეტაპის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

11 საუკეთესოს შორის ყველაზე მეტი, ოთხი წარმომადგენელი იტალიას ჰყავს, ხოლო სამი ფეხბურთელი მოხვდა გერმანიიდან.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატების ყველა დროის სიმბოლური უეფას ვერსიით შემდეგნაირია:

მეკარე: მანუელ ნოიერი (გერმანია)

მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი), მატს ჰუმელსი (გერმანია), ალესანდრო ნესტა (იტალია), ჯორჯო კიელინი (იტალია)

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (იტალია), ჩავი ერნანდესი (ესპანეთი), მესუტ იოზილი (გერმანია), ფრენკ ლამპარდი (ინგლისი)

თავდამსხმელები: ფრანჩესკო ტოტი (იტალია), რაულ გონსალესი (ესპანეთი)

სხვათა შორის, ხვალ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ჩატარდება, რომლის ფინალურ ეტაპსაც დამდეგი წლის ივნისში პოლონეთი უმასპინძლებს.

ფინალური ეტაპის მონაწილე 12 ნაკრები სამ კალათაშია გადანაწილებული:

I კალათა: პოლონეთი, გერმანია, პორტუგალია

II კალათა: ინგლისი, ესპანეთი, დანია

III კალათა: იტალია, შვედეთი, ჩეხეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, მაკედონია

ჯგუფური ეტაპის მატჩები 16-დან 24 ივნისის ჩათვლით გაიმართება, ნახევარფინალი - 27 ივნისს, ხოლო ფინალი - 30 რიცხვში.

0.11396