ჭადრაკი

22:00 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა  მარკ ტაიმანოვი

სანკტ-პეტერბურგში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და პრეტენდენტთა ტურნირის ორგზის მონაწილე მარკ ტაიმანოვი.

ტაიმანოვი საჭადრაკო სამყაროში ასევე ცნობილი იყო, როგორც კარგი თეორეტიკოსი. მან დიდი წვლილი შეიტანა დებიუტების თეორიაში (სიცილიური და ნიმცოვიჩის დაცვა).

ჭადრაკის გარდა გატაცებული იყო მუსიკით, კერძოდ ფორტეპიანოზე დაკვრით. დაკავებული იყო საჭადრაკო ჟურნალისტიკით, მუშაობდა ჟურნალ ,,ოგონიოკში“.

0.682725