ფეხბურთი

20:50 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილს ტურის MVP-მდე ცოტა დააკლდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს მცირედი დააკლდა, რომ რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გამხდარიყო. championat.com-ის ვერსიით, “ოქრიმ” საბოლოო ჯამში 11 ქულა მიიღო და მეორე-მესამე ადგილები გაიყო “კრილია სოვეტოვის” ფრანგ შემტევ იოან მოლოსთან ერთად.

გამარჯვებული კი, მოსკოვის “სპარტაკის” მეკარე არტიომ რებროვი გახდა 14 ქულით.

შეგახსენებთ, ოქრიაშვილმა “ზენიტს” 94-ე წუთზე დაუვიწყარი სილამაზის გოლი გაუტანა და “კრასნოდარს” მოაგებინა. აღნიშნული გოლი კი, რუსეთის პრემიერლიგის XV ტურის და საერთოდ, პირველი წრის საუკეთესო გოლად დასახელდა. გარდა ამისა, კვირის ტოპ გოლებშიც იპირველა მსოფლიოს მასშტაბით...

0.117497