ჭადრაკი

21:30 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრიზე ორხელისუფლებიანობაა

ქალ მოჭადრაკეთა გრან პრის ბოლო, მეხუთე ეტაპზე, რომელსაც ხანტი- მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობს, ერთდღიანი შესვენების შემდეგ მეცხრე ტურის პარტიები გათამაშდა.

ამ შეხვედრამდე ტურნირს ოთხი ლიდერი(ვენცზიუნი, ბაციაშვილი, ხადემალშარეხი, კოსტენიუკი) ჰყავდა, რომლებსაც 5,0-5,0 ქულა ჰქონდათ.მათგან გაიმარჯვეს ბაციაშვილმა და ვენცზიუნმა, რომლებმაც 6,0-6,0 ქულა დააგროვეს და ლიდერობა შეინარჩუნეს. ვენცზიუნმა ხადემალშარეხი დაამარცხა, ხოლო ბაციაშვილმა შავებით ევროპის ექს- ჩემპიონ ჟუკოვას მოუგო. რაც შეეხება კოსტენიუკს, იგი ჰარიკას დაუზავდა და ახლა ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება,

ასპარეზობის მონაწილე სხვა ქართველი მოჭადრაკეებიდან ხოტენაშვილმა გუნინას მოუგო, ხოლო ჯავახიშვილი პოგონინას დაუზავდა.

ბოლოსწინა, მეათე ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევს ბაციაშვილი-ვენცზიუნის შეხვედრა, სადაც ქართველი მოჭადრაკე თეთრებით ითამაშებს.

მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნატალია ჟუკოვა ( უკრაინა)- ნინო ბაციაშვილი 0:1

დრონოვალი ჰარიკა ( ინდოეთი)- ალექსანდრა კოსტენიუკი ( რუსეთი) 0,5:0,5

ოლგა გირია ( რუსეთი)-ელმირა სკრიპჩენკო ( საფრანგეთი) 1:0

ნატალია პოგონინა ( რუსეთი )-ლელა ჯავახიშვილი 0,5:0,5

ცზიუ ვენცძზიუნი ( ჩინეთი) - სარასადატ ხადემალშარეხ ( ირანი) 1:0

ბელა ხოტენაშვილი - ვალენტინა გუნინა( რუსეთი) 1:0

სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ:

1-2.ბაციაშვილი, ვენცზიუნი 6,0-6,0 ქულა

3.კოსტენიუკი 5,5

4-5.ხადემალშარეხი, გირია 5,0-5,0

6-8.ჟუკოვა, გუნინა, ჰარიკა 4,5-4,5

9.ხოტენაშვილი 4,0

10-11.პოგონინა, ჯავახიშვილი 3,5-3,5

12.სკრიპჩენკო 2,0

მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ჯავახიშვილი-კოსტენიუკი

გუნინა-ჰარიკა

სკრიპჩენკო-ხოტენაშვილი

ხადემაშარეხი-გირია

ბაციშვილი-ვენცზიუნი

პოგონინა-ჟუკოვა

0.114374