“მემფის გრიზლის” ერთ-ერთი ლიდერი მაიკლ კონლი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მემფისი” – “შარლოტ ჰორნეტსის” (85:104) მატჩში კონლიმ ზურგის ტრავმა მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმის ხარისხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთ დღეში კონლი სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.