ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით “შაპეკოენსეს” ავიაკატასტროფის გამო სერია A-ს ბოლო ტურისა და ბრაზილიის თასის ფინალის ჩატარების ვადებმა დროებით გადაიწია.
ჩემპიონატის ბოლო ტური ნაცვლად 4 დეკემბრისა, ერთი კვირის შემდგომ, 11 დეკემბერს ჩატარდება. ხსენებულ ჩემპიონატში “შაპეკოენსე” მეცხრე ადგილზე იყო 52 ქულით, ხოლო უკანასკნელ ტურში “ატლეტიკო მინეიროსთან” საკუთარ მოედანზე, “არენა კონდაზე” უნდა ეთამაშა.
მოგეხსენებათ, “შაპეკოენსე” კოპა სუდამერიკანას ფინალის პირველი მატჩის სათამაშოდ მიემგზავრებოდა მედელინში, სადაც ადგილობრივ “ატლეტიკო ნასიონალს” უნდა დაპირისპირებოდა. რომ არა ბედის მუხთლობა, საპასუხო მატჩი “კონდაზე” 8 დეკემბერს გაიმართებოდა...
ბოლო ინფორმაციით, იმ ფეხბურთელთაგან, ვინც თვითმფრინავში იყო, ამჟამად ცოცხალი მხოლოდ ორია: ფოლმანი და რუშელი.