იტალიური “მილანი”, რომელიც ამ სეზონში კარგად გამოიყურება და მეორე ადგილზეა ჩემპიონატში, შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. corriere dello sport-ის ინფორმაციით, “როსონერის” ზაფხულში მადრიდის “რეალიდან” მატია კოვაჩიჩისა და ისკო ალარკონის შეძენა განუზრახავს.
ორივე მოთამაშეს წელს სათამაშო პრაქტიკა აქვთ მადრიდში, მაგრამ მილანში იმედოვნებენ, რომ მათ დაყოლიებას მოახერხებენ.
ისკომ მიმდინარე სეზონში 13 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო კოვაჩიჩმა 16 თამაშში ერთხელ გაიტანა.