იტალიის საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი” არგენტინელ თავდამსხმელ პაულო დიბალას კონტრაქტს მალე გაუხანგრძლივებს. gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და დიბალა პიემონტის დედაქალაქში 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. მოიმატებს მისი ხელფასიც: 3-დან 5 მილიონ ევრომდე.
გარდა ამისა, მომავალი სეზონიდან პაულო დიბალა “იუვენტუსისთვის” ძალზე ძვირფას, 10 ნომრიან მაისურს მოირგებს. ახლა გი 21 ნომრით თამაშობს.
დიბალამ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია ა-ში 8-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ბოლო 2 თვე იგი ტრავმირებული იყო და როგორც იტალიაში წერენ, მოედანს ამ კვირაში დაუბრუნდება.