ფეხბურთი

16:08 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელთა ფინალში "საბურთალო" და "ლოკომოტივი" ითამაშებენ

საქართველოს 17-წლამდე ლიგის ფინალში "საბურთალო" და "ლოკომოტივი" ითამაშებენ. ფინალი 4 დეკემბერს გაიმართება, მაგრამ რომელ სტადიონზე, ჯერ უცნობია. დღეს ნახევარფინალები იყო და ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა...

"საბურთალომ" "დინამოს" 3:1 სძლია. პირველ ტაიმში საბურთალოელმა გიორგი ივანიაძემ გახნა ანგარიში, მეორე ნახევარში ჯერ თემურ ძაძამიამ 2:0 გახადა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი გოლები გაიცვალა. ჯერ დინამოელმა ერგემლიძემ შეამცირა სხვაობა, ხოლო ბოლოს გიორგი ჯინჯოლავამ პენალტი გამოიყენა და 3:1.

მეორე ნახევარფინალური მატჩი წყალტუბოში გაიმართა: "ლოკომოტივმა" 2:0 აჯობა ფოთის "კოლხეთს". ორივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა: ლევან გრძელიძემ და თემურ გაბუნიამ გაიტანეს.

ამ ჩემპიონატში 1999 წელს დაბადებულებსაც შეუძლიათ თამაში, თუმცა "საბურთალოც" და "ლოკოც" მეტწილად 2000-წლიანებით გამოდიან.

0.107581