საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშების ჩასატარებლად თბილისში ჩამოვიდა აზერბაიჯანის ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერია.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის ნაკრები საქართველოში უძლიერესი შემადგენლობით იმყოფება, მის რიგებში არიან ოლიმპიური პრიზიორი რუსტამ ორუჯოვი, მსოფლიოს ჩემპიონი ელხან მამადოვი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები ნიჯატ შიხალიზადა და ორხან საფაროვი და სხვები.
ქართველმა და აზერბაიჯანელმა ძიუდოისტებმა პირველი ერთობლივი ვარჯიში ორშაბათს გამართეს.