ჭიდაობა

14:15 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო თასზე საქართველოს ღირსებას "ჩემპიონი" დაიცავს

30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს უკრაინის ქალაქ ხარკოვში მსოფლიოს რიგით მესამე საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება თავისუფალ ჭიდაობაში. შეჯიბრი გუნდური ფორმატით კედელი კედელზე ჩატარდება და მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო კლუბი მიიღებს მონაწილეობას. 30 ნოემბერს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, 1 დეკემბერს კი ფინალური შეხვედრები, მსოფლიო თასის გამარჯვებული გუნდი 25 000$-ს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 15 000$, მესამე 10 000$.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი შარშანდელი მსოფლიო საკლუბო თასის გამარჯვებულია, მან ფინალში ირანული კლუბის შემადგენლობაში აშშ-ს გუნდი დაამარცხა, ამჯერად კი აშშ-ს კლუბ ტიტანი მერკურის შემადგენლობაში იჭიდავებს, სადაც ასევე მეორე ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი კაილ სნაიდერიც გამოვა. რეგლამენტის თანახმად, თითოეულ კლუბს მხოლოდ 2 უცხოელი მოჭიდავის დამატება შეუძლია.

მსოფლიოს საკლუბო თასზე საქართველოს ღირსებას გიორგი გოგშელიძის მიერ ახლადდაფუძნებული გუნდი "ჩემპიონი" დაიცავს, რომელიც შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - შოთა ფარტენაძე

65 კგ - ლევან ქელეხსაშვილი

70 კგ - ალექსანდრე ჯაჭვაძე

74 კგ - ავთანდილ კენჭაძე, ნიკა კენჭაძე

86 კგ - ნოდარ ეგაძე

97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ - გიორგი მეშვილდიშვილი

გუნდის ხელმძღვანელი: გიორგი გოგშელიძე

მსაჯი: ზაზა ჯიბლაძე

wrestling.ge

0.15938