ფეხბურთი

13:42 | 29.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კლასიკოში” რონალდუს თამაშიც საეჭვოა

“ელ კლასიკომ” შესაძლოა, არამარტო ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშეც ჩაიაროს. როგორც გამოცემა “ასი” გვამცნობს, პორტუგალიელ ვარსკვლავს კუნთების დაზიანება აღენიშნება და “ბარსელონასთან” 3 დეკემბერს გასამართ მატჩში მისი თამაში საეჭვოა.

ეს კი, ზინედი ზიდანისთვის უდაოდ თავსატეხი უნდა იყოს, რადგან “სამეფო კლუბს” ერთი წამყვანი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი უკვე ტრავმირებული ჰყავს და “კლასიკოში” უელსელი ვერ ითამაშებს.

0.109864