დასრულდა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობისათვის შეხვედრის კლასიკური თორმეტი პარტია, სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ( ნორვეგია ) და ტიტულის მაძიებელი სერგეი კარიაკინი ( რუსეთი) ხვდებოდნენ.
მეთორმეტე პარტია, რომელშიც თეთრებით კარლსენი თამაშობდა, ყველაზე ხანმოკლე გამოდგა. გათამაშდა ამ დაპირისპირებისათვის ყველაზე პოპულარული ესპანური პარტია. პარტია 37 წუთი გაგრძელდა. მოთამაშეები 30-ე სვლაზე ყაიმზე შეთანხმდნენ.
ამრიგად, დაპირისპირებისათვის გამოყოფილი 12 პარტიის შემდეგ, სადაც მეტოქეებმა თითო პარტია მოიგეს და ათი ყაიმით დაასრულეს, ანგარიშია 6:6. მიუხედავად იმისა, რომ კარლსენი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, მან კლასიკურ პარტიებში ვერ შეძლო მეტოქის დამარცხება, ჩემპიონის ვინაობას ტაი ბრეიკი გაარკვევს.