ფეხბურთი

22:43 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასტიან შვაინშტაიგერის ბრაზილიური მომავალი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი შესაძლოა, ბრაზილიის ჩემპიონატში ვიხილოთ. “სანტოსის” მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟურნიორმა მედიასთან ღიად განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის გერმანელი იდეალური მოთამაშე იქნებოდა.

“ჩემს გუნდს ყველაზე მეტად საყრდენი ნახერამცველი სჭირდება და სასურველია მსოფლიო დონეზე თამაშის გამოცდილებაც ჰქონდეს. ეს ჩვენთვის იდეალური იქნებოდა. ამჟამად ოფიციალური შეთავაზება არავისთვის გაგვიკეთებია, მაგრამ მე ბასტიან შვაინშტაიგერს ვირჩევ”, - თქვა “სანტოსის” მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, შვაინშტაიგერი “მანჩესტერის” შემადგენლობაში ვერაფრით ხვდება მას შემდგომ, რაც გუნდი ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა და გერმანელიც გუნდის შეცვლას აპირებს. როგორც აქამდე შვაინშტაიგერი თვითონ ამბობდა, ევროპაში თამაშს არ აპირებს და “სანტოსის” ვარიანტმაც შეიძლება რეალური სახე მიიღოს.

0.114082