“ატლანტა ჰოუქსის” ბრაზილიელი ცენტრი ტიაგო სპლიტერი პარკეტს ექვს კვირაში დაუბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სპლიტერს თებერვლის თვის შემდეგ აღარ უთამაშია. ბრაზილიელს ბარძაყის ტრავმა ჰქონდა, ხოლო სექტემბერში მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა.
განვლილ სეზონში ტიაგო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 5.5 ქულას და 3.3 მოხსნას აგროვებდა. სპლიტერი 2014 წელს “სან ანტონიოსთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა.