ფეხბურთი

15:56 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგის ფინალური მატჩები - პირველი სამტრედიაში, საპასუხო თბილისში

28 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის ფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს წითელი და თეთრი ჯგუფის ლიდერები „სამტრედია“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან.

ფინალების პირველ შეხვედრას, 3 დეკემბერს სამტრედია უმასპინძლებს და მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი, 11 დეკემბერს, 13:30 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
დღესვე გაირკვა, რომ 10 დეკემბერს გასამართ ბრინჯაოს ფინალს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.117565