პორტუგალიის სეგუნდა ლიგის XVI ტურში ავთო ებრალიძემ თავი გოლით გამოიჩინა. ქართველმა შემტევმა “პორტუს” მეორე გუნდის კარი დალაშქრა 86-ე წუთზე და თავის გუნდს მოაგებინა – 1:0. ავთომ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გუნდს ჩინებულად უკაპიტნა.
“ჯილ ვისენტეს” 16 თამაშის შემდგომ 20 ქულით მეათე ადგილი უკავია და რთული წარმოსადგენია, რომ პრიმეირა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვოს.
ებრალიძემ მიმდინარე სეზონში მოედანზე მეორედ იყო და გოლი პირველად გაიტანა.