ფეხბურთი

1:25 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჰერტა" მესამეა, "შალკე" შეუჩერებელი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-12 ტურის შემდეგ სამეულში ადგილი დაიბრუნა ბერლინის “ჰერტამ”. დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე “მაინცს” აჯობეს. მორიგი თამაში მოიგო “შალკემ”, რომელიც ნელ-ნელა ცხრილის ზედა ნაწილისკენ მიაბიჯებს.

“ხუმარებმა” სეზონი საშინლად დაიწყეს და ერთი ხანობა გასავარდნ ზონასაც უტრიალებდნენ, მაგრამ მარკუს ვეინციერლის შეგირდებმა ბოლო დროს თამაშის ხარისხიც და შედეგიც გამოასწორეს, რაც ცხრილზეც ისახება. “შალკემ” ამჯერზე “დარმშტადტს” მოუგო, მართალია მძიმე ბრძოლაში, თუმცა დამსახურებულად – 3:1.

აღსანიშნავია, რომ გელზენკირხენელებს უკვე 12 თამაშია არ წაუგიათ და ასეთი ხანგრძლივი წაუგებელი სერია ბოლოს 2006-2007 წლების სეზონში ჰქონდათ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში კი, ბერლინის “ჰერტამ” “მაინცი” დატოვა მშრალზე. მატჩის გმირი ბერლინელთა ბომბარდირი ვედად იბიშევიჩი გამოდგა, ვინც დუბლი გაფორმა. აღსანიშნავია, რომ ბოსნიელმა ბუნდესლიგაში საიუბილეო, მეასე გოლის შეგდება მოახერხა. ისიც ვთქვათ, რომ ვედადი გოლების შემდეგ წითელ ბარათსაც გამორჩა და ბუნდესლიგის ისტორიაში გახდა მეოთხე ფეხბურთელი იდრისუს, კირსტენისა და მეიერის შემდეგ, ვინც იმ მატჩში გააძევეს, რომელშიც გოლის გატანა შესძლო. “ჰერტას” 24 ქულა გაუხდა და უკვე მესამე ადგილამდე აღზევდა – ხსნებულ პოზიციას პალ დარდაის გუნდის ფრნაკფურტის “აინტრახტთან” ერთად ინაწილებს.

“შალკე” – “დარმშტადტი” 3:1 (1:1)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 58 703

“შალკე” (3-5-2): ფარმანი; ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი; შოპფი, გორეცკა (კონოპლიანკა 46), გეისი, ბენტალები (სტამბული 69), კოლასინაჩი; მეიერი (აოგო 88), ჩუპო-მოტინგი

მწვრთნელი: მარკუს ვეიციერლი

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ესერი; ფედეცკი, მილოშევიჩი, სულუ, გუვარა; იუნგვიტი (სტროჰ-ენგელი 85), ვრანჩიჩი; სირიგუ (ოლინიუკი 74), ბენ-ჰატირა (ობინა 54), ჰელერი; ჩოლაკი

მწვრთნელი: ნორბერტ მეიერი

გოლები: 0:1 ჰელერი (6), 1:1 კოლასინაჩი (26), 2:1 ჩუპო-მოტინგი (60), 3:1 შოპფი (90)

გამოუყენებელი პენალტი: ჩუპო-მოტინგი (28)

გაფრთხილება: ფედეცკი (39), სირიგუ (50)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (7) – 9 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ფრანკ ველინბორგი

“ჰერტა” – “მაინცი” 2:1 (1:1)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 37 852

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატეჰარდტი; ლუსტენბერგერი, შტარკი; ჰარაგუჩი, სტოკერი, კალუ; იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

“მაინცი” (4-2-3-1): ლოესლი; დონატი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბუსმანი (ონისივკო 75); სილვა, გბაჰიმი; ოზტუნალი (კორდობა 75), მალი, დე ბლასისი (ლატცა 84); სეიდელი

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 0:1 სეიდელი (25), 1:1 იბიშევიჩი (36), 2:1 იბიშევიჩი (67)

გაფრთხილება: იბიშევიჩი (58, 74), დარიდა (87) – გბაჰიმი (30, 62)

გაძევება: იბიშევიჩი (74) – გბაჰიმი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 9 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: გვიდო ვინკმანი

ბომბარდირები: ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 13 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 8, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 7, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 7.

თეგებიბუნდესლიგა
0.21941