ფეხბურთი

0:38 | 28.11.2016 | ნანახია 3822 - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "ვიცოდი, რომ გავიტანდი"

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” კარში გატანილი გოლის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. ქართველი შემტევის განცხადებით, დარტყმის მომენტში სჯეროდა, რომ გოლს გაიტანდა VIDEO.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს გავიტანდი. თუმცა, ცოტა გამიმართლა – დავინახე, რომ მეკარე კარიდან გამოვიდა და ხაზზე არ იდგა. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. სანამ მოედანზე გავიდოდი მწვრთნელმა შალიმოვმა მითხრა: ოქრი, დღეს გოლი უნდა გაიტანო...

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე გამარჯვების მოპოვებაში. დიდი მადლობა გულშემატკივრებსაც, რომლებიც მოვიდნენ და ბოლომდე გვერდში დაგვიდგნენ”, - თქვა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, თორნიკეს გოლით “კრასნოდარმა” “ზენიტს” 94-ე წუთზე მაკრატელა გაუტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:26 | 28.11.2016
CR7NOLE (15561)

ესე გააგრძელე თოკო !

12:02 | 28.11.2016
Buratino (3505)

დღევანდელ ქართულ რეალობაში ის ფეხბურთელია რომელიც ძველ "დინამო"-ს გაგახსენებს. ნიჭს თუ სწორად გამოიყენებს, გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია ითამაშოს

10:22 | 28.11.2016
მებრძოლი ლაზი (60)

ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ნაკრებში ყოველთვის უფრო მაღალა დონეზე თამაშობს ვიდრე კლუბში, ამიტომ ქართველი ქომაგის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს

02:33 | 28.11.2016
NudeDude (822)

გილოცავ ოქრი! შენზე კლასნი დღეს ნაკრებში ფეხბურთელი არ გვყავს

01:30 | 28.11.2016
rimski (21)

მთავარია კარგად გამოუვიდა

00:55 | 28.11.2016
რაჭა (10043)

იმდენი შენ რა გითხარი....
წარმატებები

00:49 | 28.11.2016
KoRBeN DaLLaS (24848)

იცოдა DDDDDDDDD
მევასება ოქრი რაა... პოხუისტი გენიოსია DDDDDDDD

01:09 | 28.11.2016
რაჭა (10043)

ხო, ისეთი ტიპია როგორც არ უნდა ცუდათ იყო განწყობილი მის მიმართ, ერთ კონკრეტულ თამაშზე, ისეთი რაღაც შეუძლია გააკეთოს აგაღფრთოვანოს....

01:16 | 28.11.2016
KoRBeN DaLLaS (24848)

ოქრის მიმართ არასдროს ვყოფილვარ ცუдაд განწყობილი, ძალიან მაგარია.
შეიძლება ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ ჩემს საფეხბურთო გემოვნებაში სრულაд ჯдება

00:44 | 28.11.2016
Tifoz Di MALDINI (18767)

ესე გააგრძელე. წარმატებები < 3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112752
3822