ფეხბურთი

16:47 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი: "ბებიაჩემი იამაყებს "რეალში" თუ გადავალ"

გერმანული “ბორუსიას” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი soccer laduna-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ოდესმე “რეალში” ითამაშებს, ამ ფაქტით თავისი ბებია იამაყებს. თუმცა, გაბონელმა ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ “დორტმუნდში” თამაშზე ფიქრობს.

“მხოლოდ ღმერთმა იცის, რა მოხდება მომავალში. თუ სათამაშოდ “რეალში” გადავალ, ბებიაჩემი ჩემით ძალიან ამაყი იქნება. ამჟამად “ბორისიასთან” ხანგრძლივი კონტრაქტი მაკავშირებს და ახლა ჩემი მიზანი ამ კლუბში წარმატებით თამაში, გოლების გატანაა. გუნდში, რომელსაც ფანტასტიური ქომაგები ჰყავს”, - ამბობს ობამეიანგი.

პიერ-ემერიკ ობამეიანგის “რეალში” გადასვლაზე აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. როგორც ამბობენ, ესპანური გუნდი მისით დაინტერესებული მართლაცაა. ამ სეზონს კი ობამეიანგი შედეგიანად ატერებს და ბუნდესლიგაში 12 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

0.121627