ფეხბურთი

19:00 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ბაკამ “მილანს” “სევილია” ამჯობინა

კარლოს ბაკა დიდი ალბათობით, იანვარში “მილანს” დატოვებს. კოლუმბიელი თავდამსხმელი შაბათს ესპანეთში ჩავიდა და “სევილია” – “ვალენსიას” მატჩს დაესწრო. ამ ფაქტმა “როსონერის” გულშემატკივრები ძალიან გააღიზიზნა და სოციალურ ქსელებში კოლუმბიელის საქციელი დაგმეს. შესაბამისად, სამხრეთამერიკელის იტალიიდან აბარგების შესახებ აქამდე გავრცელებული ხმები ახლა უფრო რეალური გახდა.

კოლუმბიელით მისი ყოფილი გუნდი “სევილია” და ასევე იტალიური “ნაპოლი” არის დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ “ემპოლისთან” ბოლო ტურის თამაშში ბაკა კარგად შეცვალა ჯანლუკა ლაპადულამ, რომელმაც ტოსკანურ გუნდს დუბლი შეუსრულა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელი, მილანში 2015 წელს გადმოვიდა და დღემდე 61 მატჩში 26 გოლის გატანა შესძლო.

0.10873