ფეხბურთი

13:29 | 27.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "თამაშის ხარისხს სწრაფად გავაუმჯობესებთ"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლევერკუზენთან" მოგებული (2:1) ბუნდესლიგის მე-12 ტურის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზოგჯერ გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი თამაში.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მძიმე მატჩი იყო, რადგან რთულ მდგომარეობაში ვართ და თან "ბაიერი" ძლიერი მეტოქე იყო. რიგ ეპიზოდებში კარგად ვრეაგირებდით და რიგ შემთხვევებში პრობლემებიც გვექმნდებოდა. ზოგჯერ გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი თამაში. დარწმუნებული ვარ, თამაშის ხარისხს მალე გავაუმჯობესებთ." - ციტირებს იტალიელის სიტყვებს "ბაიერნის" ვებგვერდი.

მიუნხენელები 27 ქულით ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე იმყოფებიან. "ბაიერნი" "ლაიპციგს" სამი ქულით ჩამორჩება.

0.113113