ჭადრაკი

20:58 | 26.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვერის ბაღი მოჭადრაკე ვაჟთა ჩემპიონატს მასპინძლობს

დაიწყო საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა პირველი ლიგის 76-ე ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

აღნიშნულ ტურნირში 38 მოჭადრაკემ მონაწილეობის სურვილი, გამოთქვა რომელთაგან სამი საერთაშორისო დიდოსტატია. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდება. უმაღლესი ლიგის საგზურს I-IV ადგილებზე გასული სპორტსმენები მიიღებენ.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურა მიქაძე.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მარგარიტა თანდაშვილი.

0.117313