ფეხბურთი

17:22 | 26.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ “შახტარის” 21-წლამდელებში დუბლი შეასრულა

გიორგი არაბიძემ ორი გოლი გაიტანა “შახტარის” 21-წლამდელებში. დონეცკელებმა უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატში “დნიპროს” სტუმრად 4:1 სძლიეს, 18 წლის ქართველმა კი მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში მიითვალა დუბლი. არაბიძემ 80 წუთი ითამაშა...

გიორგის უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატის ამ სეზონში 9 გოლი მოუგროვდა. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ “შახტარის” ძირითად გუნდშიც ავარჯიშეს, მაგრამ თურქულ “ქონიასფორთან” ევროპის ლიგის მატჩის განაცხადში აღარ შეიყვანეს.

0.113982