ფეხბურთი

17:16 | 26.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

დალაგდა

დღეს დასრულდა უმაღლესი ლიგის ორივე ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები და ცხრილი საბოლოოდ დალაგდა. ერთ ჯგუფში პირდაპირ გავარდნილი გუნდი ცნობილი იყო (“ზუგდიდი”), მას კი “ცხინვალიც” შეუერთდა. კახა კაჭარავას გუნდმა “ჩიხურასთან” გასვლაზე 1:4 წააგო. “ცხინვალს” რომ მოეგო, “გურია” გავარდებოდა, მაგრამ ჯგუფის გამარჯვებულმა საჩხერელებმა ფეარ პლეის პრინციპს არ უღალატეს.

“საბურთალოს” გაუჩნდა ევროტურნირებზე გასვლის შანსი. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბათუმის “დინამოს” სტუმრად 1:0 აჯობა და ჯგუფში მესამეზე გავიდა. ფოთის “კოლხეთმა” ბოლო ტურები ძალიან სუსტად ჩაატარადა დღესაც წააგო - გორის “დილასთან”.

გორელები პლეი-აუტს მაინც ვერ გადაურჩნენ, მათ “გურიასთან” ორმატჩიანი დაპირისპირება მოელით. აი, “კოლხეთი” კი, მეოთხეზე დარჩა, უვნებელ ადგილზე - არც პლეი-ოფი მოუწევს და არც პლეი-აუტი.

მეორე ჯგუფში ასევე მეოთხეზე გავიდა თბილისის “ლოკომოტივი” და დაასრულა ჩემპიონატი. გიორგი დევდარიანის გუნდს დღეს “შუქურასთვის” რომ მოეგო, მესამეზე გავიდოდა და ევროსაგზურისთვის იბრძოლებდა, მაგრამ პირიქით, აქეთ გადარჩა... აგებდა და 77-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა გაათანაბრა - 1:1.

“ლოკოს” რომ წაეგო, პლეი-აუტი მოუწევდა, ხოლო მეოთხე ადგილზე “შუქურა” გადავიდოდა... ახლა ქობულეთელებს “სიონთან: მოუწევთ ჭიდილი პროლიგა1-ში დასარჩენად.

“წითელი ჯგუფის” გამარჯვებულმა “სამტრედიამ” კი ბოლოადგილოსან “ზუგდიდს” 5:0 სძლია, 3 და 11 დეკემბერს კი “ჩიხურასთან” მოუწევს დაპირისპირებები. “ტორპედო” (ქუთაისი) –“დინამო” (თბილისი) - ამ თამაშზე სხვა მასალაში დავწერეთ, გიორგი ზარიას გოლით თბილისელებმა იმარჯვეს.

პლეი-ოფში გუნდები ერთმანეთს ორ მატჩში შეხვდებიან (30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს)

თეთრი ჯგუფის III - წითელი ჯგუფის II: ტორპედო - დინამო ბათუმი

წითელი ჯგუფის III - თეთრი ჯგუფის II: საბურთალო - დინამო თბილისი

მოგებულები 10 დეკემბერს “მცირე ფინალში”, მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს - ნეიტრალურ მოედანზე.

შენიშვნა: მცირე ფინალს ვინც მოიგებს, ის გავა გაისად ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე; თუ “ტორპედომ” მოიგო, მაშინ “მცირე ფინალში” წაგებული გავა ევროპაზე, რადგან “ტორპედომ” საქართველოს თასი მოიპოვა და ისედაც უკვე გაინაღდა ევროტურნირები.

პლეი-აუტში გუნდები ერთმანეთს ორ მატჩში შეხვდებიან (1 და 6 დეკემბერს)

თეთრი ჯგუფის მეექვსე - წითელი ჯგუფის მეხუთე: გურია - დილა

წითელი ჯგუფის მეხუთე - თეთრი ჯგუფის მეექვსე: სიონი - შუქურა

წყვილში გამარჯვებულები გაისადაც პროლიგა1-ში ითამაშებენ, წაგებულები კი გავარდებიან პროლიგა 2-ში.

თეთრი ჯგუფი

“ტორპედო” (ქუთაისი) -“დინამო” (თბილისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ზარია (30)

“ლოკომოტივი” (თბილისი) –“შუქურა” (ქობულეთი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 შალამბერიძე (25), 1:1 არდაზიშვილი (77)

“ჩიხურა” (საჩხერე) –“ცხინვალი” 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 გაბედავა (25), 2:0, 3:0 ტატანაშვილი (62, 67), 3:1 მაქაცარია (68), 4:1 გორგიაშვილი (90)

ჩიხურა 12 9 2 1 27 11 16 29
დინამო თბ 12 6 5 1 17 5 12 23
ტორპედო 12 4 3 5 16 12 4 15
ლოკომოტივი 12 4 3 5 11 18 -7 15
შუქურა 12 2 6 4 10 13 -3 12
გურია 12 3 2 7 8 21 -13 11
ცხინვალი 12 2 3 7 12 21 -9 9

წითელი ჯგუფი

“ზუგდიდი”–“სამტრედია” 0:5 (0:2)

გოლები: 0:1 ზივზივაძე (3), 0:2 არაბული (24), 0:3 გოგიაშვილი (49), 0:4 არაბული (55), 0:5 ზივზივაძე (63)

“დილა” (გორი) –“კოლხეთი” (ფოთი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დავით კაპანაძე (17)

გაძევება: კვახაძე (47),რამალდანოვი (47)

“დინამო” (ბათუმი) –“საბურთალო” (თბილისი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ხარა (67)

სამტრედია 12 8 3 1 27 9 18 27
დინამო ბთ 12 5 5 2 20 5 15 20
საბურთალო 12 5 4 3 17 12 5 19
კოლხეთი 1913 12 6 0 6 10 18 -8 18
დილა 12 5 2 5 13 12 1 17
სიონი 12 3 2 7 13 19 -6 11
ზუგდიდი 12 2 0 10 5 30 -25 6

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.161078