ესპანური “სევილიას” ცენტრალური ნახევარმცველის, სტივენ ნ’ზონზის შეძენით ორი გრანდი ინტერესდება – იუწყება გამოცემა Don Balon–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, სტივენის დამატებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ჩელსი” და ტურინის “იუვენტუსი” შეეცდებიან.
27 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და “სევილიას” ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მან ყველა ტურნირზე 17 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 3 გოლი გაიტანა.
ფრანგ მოთამაშეს ანდალუსიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ი მის სატრანსფერო თანხად 17 მილიონ ფუნტს ასახელებს.