ჭადრაკი

21:22 | 25.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმის მიუხედავად ბაციაშვილმა ლიდერობა შეინარჩუნა

ქალ მოჭადრაკეთა გრან პრიზე მეექვსე ტურის პარტიები გათამაშდა. რაღა თქმა უნდა, დიდ ინტერესს ის პარტიები იწვევდა, რომელშიც ლიდერთა შორის მყოფი მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. მართალია, ამჯერად ქართველმა მოჭადრაკეებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, მაგრამ არც დამარცხებულან და ყაიმები გააკეთეს. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ნინო ბაციაშვილი ირანელ სარასადატ ხადემალშარეხს, ხოლო ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილიკი ერთმანეთს დაუზავდნენ.

მართალია, ბაციაშვილმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, მაგრამ ანალოგიურ წარმატებას ვერც მისმა უშუალო მდევრებმა მიაღწიეს. ამიტომ ქართველმა მოჭადრაკემ ერთპიროვნული ლიდერობა და უშუალო მდევრებს შორის ერთქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.

მორიგ ტურში ბაციაშვილის მეტოქე ჯავახიშვილი იქნება, ხოლო ხოტენაშვილი თეთრებით ჰარიკას ეთამაშება.

მეექვსე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ჯავახიშვილი-ხოტენაშვილი 0,5:0,5

ჰარიკა-გირია 0,5:0,5

კოსტენიუკი- ვენცზიუნი 1:0

გუნინა-ჟუკოვა 0:1

სკრიპჩენკო-პოგონინა 0,5:05

ხადემალშარეხი-ბაციაშვილი 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა ექვსი ტურის შემდეგ:

1.ბაციაშვილი 4,5 ქულა

2-5.გუნინა, ხადემალშარიხი, კოსტენიუკი, გირია 3,5-3,5

6-8.ვენცზიუნი, ჰარიკა, ჟუკოვა 3,0-3,0

9-10.პოგონინა, ხოტენაშვილი 2,5-2,5

11.სკრიპჩენკო 2,0

12.ჯავახიშვილი 1,5

მეშვიდე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ბაციაშვილი-ჯავახიშვილი

პოგონინა-ხადემალშარიხი

ჟუკოვა-სკრიპჩენკო

ვენცზიუნი-გუნინა

გირია-კოსტენიუკი

ხოტენაშვილი-ჰარიკა

0.107754