საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს 24 ნოემბერს ბაქოში გამართულ ფინალურ ოქროს გრან-პრიზე 4 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ (74) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი რევაზიშვილი (61) და დავით მარსაგიშვილი (86) დაეუფლნენ.
ბაქოს ფინალურ გრან-პრიზე მონაწილეობა კვოტირებულია - სადაც მხოლოდ ევროპის, მსოფლიოს ან ოლიმპიადის მედალოსნებს იწვევენ. ჩვენმა ნაკრებმა არჩილ ქიტიაშვილისა და ალეკო კახნიაშვილის ხელმძღვამელობით 7 კაციანი გუნდით იასპარეზა და 4 მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი 41 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
გენო პეტრიაშვილმა (125) ირანელი იადოლა მოჰები 7-4 და ეგვიპტელი კამალ აბდელმოტალები 5-0 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ალენ ზასეევი არ გამოუცხადდა.
ავთანდილ კენჭაძე (74) მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ყაზახი ზიგერ ზაკიროვი 17-8 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ტაჯიკი სორბონ აბდულხაევი 4:08 წუთში სუფთად 11-0 დაამარცხა. ფინალში ჩვენებურმა აზერბაიჯანელების ოლიმპიურ პრიზიორ გამოცდილ ჯაბრაილ ჰასანოვთან დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა 1-3.
გიორგი რევაზიშვილმა (61) თავდაპირველად ჩინელი იანგლინ გუი 1:49 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხადა, მომდევნო წრეში აზერიბაიჯანელი ზალიმხან ვალიევს 8-2 მოუგო, ნახევარფინალშიკი მომავალ ჩემპიონი აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვთან 0-11 დათმო შეხვედრა, მედლისათვის შეხვედრაში კი კიდევ ერთი მასპინძელი ალი რაჰიმზადე 10-8 დაამარცხა.
დავით მარსაგიშვილმა (86) მერვედფინალში ამერიკელი ასტინ ტროტმანი 8-0 დააამრცხა, მომდევნო წრეში კი თავად დათმო შეხვედრა მომავალ ჩემპიონი რუსეთის წარმომადგენელ შამილ კუდიამაგომედოვთან 2-6 და დამამშვიდებელ წრეში გადაერთო სადაც ყაზახი ისლამ აზიზოვი 6-3 დაამარცხა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი თურქ აჰმეთ ბილიჩის 4:20 წუთში იოლად ქულების აშკარა უპირატესობით 11-0 გაუსწორდა.
აღსანიშნავია, რომ 57 კგ-ში ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თბილისელი ფალავანი გიორგი ედიშერაშვილი (57) გახდა.
დღეს ხალიჩაზე თარ გოგავა (57), დიმიტრი ბასილაშვილი (70) და ელიზბარ ოდიკაძეც (97) გავიდნენ თუმცა უმედლოდ დაასრულეს ასპარეზობა.
ბაქოს "დიდ პრიზზე" ჩემპიონი ჯილდოდ 5 000 დოლარს იღებს, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 3 000 და 1 000 დოლარი ერგებათ. 25 ნოემბერს ქალთა შეჯიბრი ჩატარდება, 26-ში კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
ოქროს გრან-პრი. ბაქო, აზერბაიჯანი. 24 ნოემბერი
57 კგ
1. გიორგი ედიშერაშვილი (აზერბაიჯანი) 2. ნარიმან ისრაპილოვი (რუსეთი) 3. სანდეეპ ტომარი (ინდოეთი) და იუკი ტაკაჰაში (იაპონია)
61 კგ
1. აჰმედნაბი გვაზრატილოვი (აზერბაიჯანი) 2. ბონე როდრიგესი (კუბაკ) 3. გიორგი რევაზიშვილი (საქართველო) და ალან წატერსი (აშშ)
65 კგ
1. მაგომედ კურბანალიევი (რუსეთი) 2. ალეხანდრო ვალდესი (კუბა) 3. იოშგუნ აზიმოვი (აზერბაიჯანი) და აბოლფასი ნაზირი (ირანი)
70 კგ
1. ისრაილ კასუმოვი (რუსეთი) 2. გიტინომაგომედ გაჯიევი (აზერბაიჯანი) 3. მაგომედ გაჯიევი (პოლონეთი) და ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)
74 კგ
1. ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი) 2. ავთანდილ კენჭაძე (საქართველო) 3. მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი) და ზიგერ ზაკიროვი (ყაზახეთი)
86 კგ
1. შამილ კუდიამაგომედოვი (რუსეთი) 2. ანზორ ურიშევი (რუსეთი) 3. დავით მარსაგიშვილი (საქართველო) და მოტაბა გოლეიჯი (ირანი)
96 კგ
1. აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი) 2. რეინერის სალას პერესი (კუბა) 3. ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი) და ამირ მოჰამადი (ირანი)
125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო) 2. ალენ ზასეევი (უკრაინა) 3. ბალდან ციჟიპოვი (რუსეთი) და იადოლა მოჰები (ირანი)
www.wrestlinge.ge